Belive

ამირან გამყრელიძე: "ჩემი რეკომენდაციაა, რომ თამაში მაყურებელის გარეშე ჩატარდეს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაციაზე უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა.
„ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ​სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: 1TV.GE

სხვა სტატიები