Belive

კვარაცხელია ზედიზედ მეორედ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ისტორიაში გასამართი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ეროვნული გუნდის ფლანგელი ყაზანის "რუბინის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 19 წლის დრიბლიორმა სექტემბრის შემდეგ "რუბინის" ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და ორჯერ თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა. მნიშ​​ვნელოვანია, რომ ხვიჩა წინა თვეშიც საუკეთესოდ დასახელდა. კვარაცხელია უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის "ჯვაროსნების" შემადგენლობაში ვარჯიშობს და უდიდესი ალბათობით, ის ძირითად შემადგენლობაშიც იქნება.  

სხვა სტატიები