Belive

მაკედონია ფინალამდე ამერიკელი ფეხბურთელით გაძლიერდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში ახალწვეულია - დენი მუსოვსკი, თავდამსხმელი, რომელიც MLS-ში "ლოს ანჯელესის" რიგებში ასპარეზობს, მშობლიური გუნდის მაისურს მოირგებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკედონიელები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. როგორც ჩანს, იგორ ანგელოვსკის შემადგენლობაში თამაშზე 24 წლის თავდამსხმელმა თანხმობა განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ დენი მაკედონიაში თამაშს დათანხმდა. გულახდილი საუბარი გვქონდა და მას ნოემბრისთვის ჩვენთან ველოდებოდით. შეტევის ხაზში კონკურენციას ვზრდით, რაც ყველასთვის ძალიან სასარგებლოა. მუსოვსკი "ლოს ანჯელესში" ეფექტურია და ჩვენი მიზანია, რომ გუნდში კონკურენცია ისეთი მოთამაშეებით გავზარდოთ, რომლებიც თამაშში ხარისხსა და უკეთეს შედეგებს მოიტანენ. ვიმედოვნებ, რომ დენი სწორედ ამას გააკეთებს," - განაცხადა მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
თუ ყველა პროცედურა სწრაფად წარიმართება, დენი მუსოვსკი ნოემბერში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. 24 წლის ფეხბურთელის მშობლებს მაკედონიის პასპორტი აქვთ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამარტივებს. გეტყვით, რომ MLS-ის მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები