Belive

ერევნის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი მთიან ყარაბაღში დაიღუპა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერევნის საფეხბურთო კლუბის, ლოკომოტივის, ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიანი ყარაბაღის ფრონტზე დაიღუპა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. "სამწუხარო ამბავი. საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი არწახ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი უსაძიმრებს სარაიანის ოჯახსა და ახლობლებს". – წერია გუნდის Facebook გვერდზე. სარაიანი რიგით მეორე ლოკომოტივის ფეხბურთელია, რომელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაიღუპა. 8 ოქტომბერს გუნდის კიდევ ერთი წევრი დავიდ ბაბაიანი გარდაიცვალა. წყარო:

სხვა სტატიები