Belive

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი გაკოტრდა და მედლებს ყიდის

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულისა" და ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი - სტივ ფინანი, ბევრ ისეთ სამახსოვრო ნივთს ყიდის, რაც კარიერაში მოიპოვა ან შეიძინა. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში მოგებული მედალი, ლივერპულის მაისურები და ა.შ. მისი ყველა ნივთი აუქციონზე გაიყიდება. ფინანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი უძრავი ქონების ფირმა გაკოტრდა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ ფინალში (3:3 0:3-ის შემდეგ და მოგებული პენალტების სერია მილანთან) აღებული მედლის ფასი 12 000-დან 15 000 ფუნტამდეა. ამავე ფინალის მაისური კი 2 000-დან 2 500 ფუნტამდე ღირს. 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის თასის ასლის ფასი 5 000-7 000 ფუნტია. ასევე იყიდება ფინანის უეფას სუპერთასის მედლები და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის 15 წლის წინანდელი მედლები - ფასი: 1 500-დან 3 500 ფუნტამდე.
თვის დასაწყისში ნავარაუდები იყო, რომ ფეხბურთელის კომპანია Finnan Developments, 4-მილიონიანი ვალის გამო კოტრდებოდა. ცნობილია, რომ ფინანმა უძრავი ქონების კომპანიაში 4 მილიონ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო, ფირმას მისი ძმა, შონ ფინანი ხელმძღვანელობდა. სტივ ფინანმა 2003-დან 2008 წლამდე ლივერპულში 217 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები