Belive

მარკუს რაშფორდი: "ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "პარი სენ-ჟერმენთან" გამარჯვებაზე (2:1) კომენტარი გააკეთა. "რა თქმა უნდა, სასიამოვნო გრძნობები მეუფლება. რაც მთავარია, ჩვენ მოვიგეთ და ახლა ჯგუფში ძლიერი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მატჩია. კონცენტრაციის ის დონე, რაც დღეს ვაჩვენეთ, უნდა გადავიდეს შემდეგ შეხვედრაზეც. მატჩის ბოლოს თავდამსხმელისთვის კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მხოლოდ ერთი მომენტი შეგექმნას და ის უნდა გამოიყენო. "პსჟ-ს" შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. რთული იყო, მაგრამ ჩვენი მცველები ძალიან კარგად იცავდნენ თავს. შესანიშნავად თამაში შეგვიძლია და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. კარგად ვითამაშეთ და ეს მატჩი ჩვენთვის საფუძველი უნდა იყოს. მე ყოველთვის მწამდა ამ გუნდის. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა დაიჯერონ მწვრთნელის მიერ შემოთავაზებული სქემის სისწორე. ჩვენ შესანიშნავი გზა გამოვიარეთ", - თქვა ინგლისელმა შემტევმა.​ რაშფორდმა პარიზული გრანდის კარი მატჩის 87-ე წუთზე აიღო და ამით მის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მას მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები