Belive

ვან დაიკის მდგომარეობა მძიმეა - ფეხბურთელს, შესაძლოა,1 წელი გაუცდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულს" ვირჯილ ვან დაიკის გარეშე ყოფნა, როგორც ჩანს, დიდხანს მოუწევს. როგორც იცით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის მიდამოში დაზიანება "ევერტონის" მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან ინციდენტისას მიიღო. მატჩის შემდეგ მერსისაიდელებმა ოფიციალური საიტის მეშვეობით დაადასტურეს, რომ 29 წლის მცველს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ახლა კი, Mirror-ის ინფორმაციით, ვან დაიკის მუხლის ერთ-ერთი იოგის მე-3 ხარისხის დაზიანება აქვს, რაც ნიშნავს, რომ სახსრის დამატებითი ელემენტი შუაზეა გახლეჩილი. ოპერაციის შემდეგ, ვარსკვლავს, შესაძლოა, 1 წელი გაუცდეს. The Athletics-ის ცნობით, ფეხბურთელის დაზიანება წინა ჯვარედინა იოგამდე ვრცელდება და იმაზე ბევრად მძიმეა, ვიდრე ამას მედიაში ამბობენ. ვირჯილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლი მიითვალა.

სხვა სტატიები