Belive

ზიდანის პოზიციები შესუსტდა - პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის პოზიციები მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესუსტდა. l'Equipe-ის ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდას სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა. წყაროს ცნობით, "ბლანკოსების" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგს განუცხადა, რომ "ბარსელონასთან" და "ბორუსიასთან" პრინციპული მატჩების შედეგი გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი თანამშრომლობიოს საკითხში. "თეთრებმა" ბოლო ორი საშინაო შეხვედრა დათმეს - ლა ლიგაში, ახალაღზევებულ "კადისთან" (0:1) და ჩემპიონთა ლიგაში დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტართან" (2:3). ზიდანის ხელმძღვანელობით, საერთო ჯამში თითქმის 4 წელიწადში, 11 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. ზიზუ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დასახელდა.

სხვა სტატიები