Belive

ზიდანი: ინტერთან მატჩი ფინალის ტოლფასია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის მესამე ტურის მატჩები გაიმართება, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი "რეალი" - "ინტერი" იქნება.  ამ ჯგუფში სიტუაცია მეტად დაძაბულია, 2 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "შახტარია" 4 ქულით, მეორე ადგილზეა "მიუნხენგლადბახი" 2 ქულით, მესამეზე "ინტერი" 2 ქულით, ბოლო ადგილზე კი მადრიდის "რეალი" 1 ქულით. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის შესახებ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს მატჩი ფინალის ტოლფასია.
"ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია, რადგან ჯგუფში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში დიდიხანია არ ვყოფილვართ. დღევანდელი მატჩი გარკვეულწილად გადაწყვეტს, გავალთ თუ არა პლეი-ოფში. ჩვენ ვიცით ჩვენი მეტოქე, კარგად გვყავს შესწავლილი იტალიური კლუბი და ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ.  "ინტერი" კარგად არის მომზადებული, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერები არიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იქნება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მატჩი ფინალის ტოლფასია. მიხარია, რომ აზარი, ბენზემა და ასენსიო ამ მატჩს ითამაშებენ. შეტევაში პრობლემა არ გვექნება და დანაკლისიც არ გვაქვს. მგონია, რომ დღევანდელ მატჩში მიზანს მივაღწევთ. სხვა არაფერზე არ ვფიქრობთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ინტერთან" მატჩია". - ზიდანი
მადრიდის "რეალისა" და "ინტერის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები