Belive

დიეგო მარადონას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ არგენტინულ მედიაში დაიწერა, რომ დიეგო მარადონა საავადმყოფოში ფსიქოლოგიური პრობლემის გამო გადაიყვანეს. ახლა კი, La Plata-ს საავადმყოფოდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ ამერიკელთა კერპს ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევა აქვს. როგორც Argentina.as იუწყება, ყოფილ ფეხბურთელს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ზემოხსენებულ პრობლემას სამედიცინო ენაზე სუბდურული ჰემატომა ეწოდება. ჰემატომა, როგორც წესი, ტრავმულ დაზიანებას მოჰყვება, რაც თავის ტვინის ვენებს აზიანებს. მარადონას La Plata_ს საავადმყოფოდან რამდენიმე საათში, საოპერაციოდ, სხვა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.

სხვა სტატიები