Belive

"მოხუცი ქალბატონი ავტობუსის გავლას ელოდება" - რა შეფასებები მოჰყვა მესის უცნაურ გადაადგილებას? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, "ბარსელონამ" კიევის "დინამო" - 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები ლიონელ მესიმ და ჟერარდ პიკემ გაიტანეს. საინტერესო გამოდგა მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა გუნდის კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე შეუფერხებლად გამოატარა და მისთვის ხელიც კი არ შეუშლია, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ფაქტობრივად გაუნძრევლად იდგა. ამ ეპიზოდს ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საიდანაც გულშემატკივრის რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს გთავაზობთ. "ლიდერობა მესის ძლიერი მხარეა"; "სწორედ ამიტომ არ სურს "ლივერპულს" მესის დამატება. ამის მნახველი კლოპი ცეცხლში შევარდებოდა";  "ეს იმას მაგონებს, მოხუცი ქალბატონი ავტობუსის გავლას რომ ელოდება, რათა გზა გადაკვეთოს";  "მესის ეგონა, რომ თავის სასადილო ოთახში იყო" ;  "ბარსელონამ" მესი იანვრის თვეშივე უნდა გაუშვას";  "საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ეს არის ამპარტავნება და თავდაჯერებულობა ნულოვანი პასუხისმგებლობით";  "ბარსელონას" სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვება და შესაბამისად 9 ქულა აქვს, რითიც G ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები