ალვესის რჩევა დესტს – ბურთი მესის გადააწოდე

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მცველი, დანი ალვესი, კლუბის ახალწვეულს, სერჟინიო დესტს  რჩევას აძლევს.

სერჟინიოს ძალიან მარტივ რამეს ვურჩევდი – ბურთი მესის გადააწოდე. ამერიკელი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რაც” ბლაუგრანაში” წარმატების მიღწევის შანსს აძლევს.

მიუხედავად ამისა, შედარები არ მიყვარს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც კაფუს მადარებდნენ… უაზრობაა.
“ბარსელონას” საკუთარი თავი შევთავაზე, თუმცა იმის დასამტკიცებლად, რომ თამაში შემიძლია, “იუვენტუსში” გადავედი. თუ “ბარსა” ისე მომექცეოდა, როგორც ვიმსახურებდი, შეიძლება დღეს ისევ ამ კლუბში მეთამაშა“, – აცხადებს ბრაზილიელი.

თავად სერჟინიო დანის მისაბაძ ადამიანად მიიჩნევს და ამბობს:

დანი ჩემთვის მისაბაძი ადამიანია. ალვესი ჩემს პოზიციაზე თამაშობს და YouTube-ზე მისი ვიდეოების ყურებით ბევრი რამ ვისწავლე. მინდა, რომ ბრაზილიელს ვგავდე“.

(29)

ალვესის რჩევა დესტს – ბურთი მესის გადააწოდე

სტატიის ავტორი
-