Belive

ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს უმიზნებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, ლეო მესის ანგარიშზე ამჟამად ლა ლიგაში 59 პენალტია, რაც ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით, რიგით მე-2 საუკეთესო შედეგია. ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელს აქვს შანსი, რომ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნას, რომელსაც პრიმერა დივიზიონში ("რეალის" მაისურით) 61 თერთმეტმეტრიანი აქვს ზუსტად შესრულებული. როგორც იცით, პორტუგალიელი ამჟამად "იუვენტუსის" რიგებში, სერია A-ში ასპარეზობს. უკანასკნელად, ლეომ პენალტი 2 წლის წინ, 2019 წლის თებერვალში გააფუჭა, მიმდინარე სეზონში კი, მის ანგარიშზე უკვე 5 გამოყენებული თერთმეტმეტრიანია.

სხვა სტატიები