Belive

აარონ რემზის დამატება პრემიერლიგის გრანდს სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსელ ნახევარმცველს ცოტა ხანში უამრავი მსურველი ეყოლება, რადგან მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. "MIRROR"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნატედი" "არსენალის" ნახევარმცველის დამატებას აპირებს. 27 წლის რემზი ზაფხულში "მეთოფეების" დატოვებას აპირებს, რადგან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. "იუნაიტედი" კი, რომელსაც უელსელი ორჯერ უკვე სურდა საკუთარ გუნდში (2008 და 2017 წლებში), იმედოვნებს რომ მესამე ცდაზე შეძლებს რემზის გადაბირებას.

სხვა სტატიები