Belive

აბდელჰაკ ნურიმ კომას სძლია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. გერმანელმა ნახევარმცველმა მსოფლიო მედია მოიცვა გასული წლის შემთხვევის გამო. 2017 წლის ივლისში მიმდინარე მატჩისას აბდელჰაკ ნურიმ გულის შეტევა მიიღო, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. ინციდენტის შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა. ნურის ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენმა 5 აგვისტოს ოჯახთან კომუნიკაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ნური კომუნიკაციის დამყარებას პირის და თვალების მოძრაობით ახერხებს. ამჟამად ნურის მდგომარეობა სტაბილურია, მისი ნეირობიოლოგიური მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდა, ვიდრე ეს ერთი თვის წინ იყო.

სხვა სტატიები