Belive

ერიკ აბიდალი ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კიკე სეტიენის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, "ბარსელონა" გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმაც დატოვა. აბიდალის გათავისუფლება იმ "დიდი ცვლილებების" ნაწილია, რომელიც "ბაიერნთან" ანგარიშით 2:8 განადგურების შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დააანონსა.
"ბარსელონა საჯაროდ უხდის მადლობას ერიკ აბიდალს მისი პროფესიონალიზმის, ერთგულების, პოზიტიური და იმ მიდგომისთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად იყენებდა. გუნდი აბიდალს წარმატებებს უსურვებს," ვკითხულობთ განცხადებაში.
ერიკ აბიდალი "ბარსელონას" შემადგენლობაში 2007-2013 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მან ლა ლიგა 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 2-ჯერ მოიგო. კარიერის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ, აბიდალი "ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. უკანასკნელ პერიოდში, აბიდალის მიმართ კრიტიკა ესპანეთში ხშირად ისმოდა: "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გუნდიდან გაშვება და წარუმატებელი შედეგები აბიდალმა ფეხბურთელებს დააბრალა, რასაც შიდა კონფლიქტი მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად, კიკე სეტიენის მოყვანა სწორედ ფრანგი ფეხბურთელის იდეა იყო. ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს, ამჟამად ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი, რონალდ კუმანი დაიკავებს. დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" ხოსეპ მარია ბართომეუს ეპოქაც სრულდება: საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო წლის მარტშია დაგეგმილი და სავარადუდოდ, ბართომეუს ადგილს ვიქტორ ფონტი დაიკავებს.

სხვა სტატიები