Belive

აბიდალი: "მესი ბარსელონაში დარჩება" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ტექნიკურმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა ლიონელ მესის მომავლის შესახებ ისაუბრა. "ბლაუგრანას" არგენტინელ კაპიტანსა და კატალონიურ კლუბს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდეა. კლუბის მესვეურები გუნდის თილისმას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თუმცა მესის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. "ნახავთ, რომ მესი "ბარსელონაში" კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ითამაშებს. მე მჯერა, რომ ის დარჩება. ის ჩვენი გუნდის თამაშის მთავარი ფიგურაა. ვიცი, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ უკვე შეხვდა ლეოს რამდენიმე წარმომადგენელს. ძალიან გვინდა, რომ მესიმ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს, თუმცა ყველაფერი მისი გადასაწყვეტია",-თქვა აბიდალმა.

სხვა სტატიები