Belive

აბრამოვიჩი ჩელსის ფანებს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნის

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ანტი-სემიტიზმთან ბრძოლის ახალი მეთოდების დანერგვა დაიწყო. "არისტოკრატების" ებრაელი მფლობელი მიიჩნევს, რომ ფაშისტურად განწყობილი გულშემატკივრებისათვის მატჩებზე დასწრების აკრძალვა და მათი დაპატიმრება არაეფექტურია. აბრამოვიჩის ინიციატივით, ანტი-სემიტიზმში მხილებულ ფანებს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოუწყობენ საექსკურსიო ტურს. ახალი ინიციატივის თანახმად, გულშემატკივრებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული - დასჯა და საფეხბურთო მატჩებზე ვერ დასწრება, თუ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა და აუშვიცის მონახულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, "არისტოკრატების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბრიუს ბაკი საინტერესო განცხადებას ავრცელებს.
"ადამიანის დასჯის შემთხვევაში, მის ჩვეულებას ვერ შეცვლი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაანახო თუ რა შემთხვევაში არის დამნაშავე და შეუწყო ხელი მის გამოსწორებას. აღნიშნული ინიციატივა სწორედ, რომ ადამიანთა ცნობიერების გაზრდისა და მათი ჩვეულებების გამოსწორებისაკენ გადადგმული ნაბიჯია." "გასულ წლებში ანტი-სემიტიზმში მხილებულ პირს დავსჯიდით და მატჩებზე დასწრებას ავუკრძალავდით. ახლა კი ჩვენ ასეთ ადამიანებს შანსს ვაძლევთ. ჩვენ ვუქმნით პირობებს, რათა თავად გააკეთონ არჩევანი - დასჯა ან საგანმანათლებლო, გამოსასწორებელ პროგრამაში ჩართვა", - აღნიშნა ბრიუს ბაკმა.
2017 წლის სექტემბერში, "ჩელსიმ" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ აჟღერებული ანტი-სემიტური ჰიმნის გამო საკუთარი გულშემატკივრები დასაჯა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ევროპული ფეხბურთის არაერთი კლუბი დგას. 2017 წელს, "ლაციოს" პრეზიდენტი, კლაუდიო ლოლიტო გამოვიდა ინიციატივით, რომ ყოველწლიურად რომაული კლუბის 200 გულშემატკივარი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნონ საექსკურსიო ტურზე, რათა ანტი-სემიტიზმის გამოვლენის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლოს.  

სხვა სტატიები