Belive

აბრამოვიჩი Forbes-ის კლუბის ყველაზე მდიდარი მფლობელების სიიდან ამოვარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის აგრესიის გამო დაწესებულმა სანქციებმა რომან აბრამოვიჩს დიდი ზიანი მიაყენა. ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მფლობელი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ, საფეხბურთო კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელების სიაში აღარ არის. რუსი ოლიგარქის ქონება ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა. 24 თებერვლამდე მისი კაპიტალი 15 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა ის 6,9 მილიარდია. აბრამოვიჩი რუსეთის უმდიდრეს ოლიგარქებს შორის მე-12-დან მე-17 ადგილზე დაქვეითდა. გარდა ამისა,  Forbes-ის საერთო სიაში რომანი 351-ე ადგილზეა. რაც შეეხება "ჩელსის", კლუბს ეკრძალება საშინაო მატჩების ბილეთების გაყიდვა, მოთამაშეების გაფორმება და კონტრაქტების განახლება.

სხვა სტატიები