Belive

აბრამოვიჩმა სუპერლიგაზე უარი კრემლის გაფრთხილების გამო თქვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, ევროპის სუპერლიგის დატოვება კრემლიდან მიღებული მითითებების შემდეგ გადაწყვიტა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა - Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სუპერლიგა ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, რადგან რუსული კომპანია ,,გაზპრომი'' ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი სპონსორია.
,,ევროპის ჩემპიონატი ზაფხულში სანკტ პეტერბურგში გაიმართება, გარდა ამისა 2022 წელს ,,ზენიტის'' სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებაც იგეგმება. ,,ზენიტი'' რუსეთში ერთგვარი მიუნხენის ,,ბაიერნია'', ეს გუნდი ,,გაზპრომს'' ეკუთვნის. აქ თავი დიდმა პოლიტიკამ იჩინა - აბრამოვიჩს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს,'' - წერს გამოცემა.
ლონდონის ,,ჩელსიმ'' სუპერლიგიდან გასვლის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, ,,არისტოკრატების'' გარდა ახალ პროექტს მხარი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 5-მა დიდმა გუნდმა არ დაუჭირა. 2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. ერთი კვირის წინ, არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი”, ,,ბარსელონა”, ,,იუვენტუსი” და ,,მილანი” უჭერენ.  

სხვა სტატიები