Belive

აბრამოვიჩს შესაძლოა ბრიტანეთში ცხოვრება აეკრძალოს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს, შესაძლოა დიდი ბრიტანეთში ცხოვრება სამუდამოდ აეკრძალოს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძნობს, პუტინის რეჟიმის ხელმშემწყობი ადამიანების წინააღმდეგ სანქციების გატარების საკითხზე ბრიტანეთში აქტიურად მსჯელობენ. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეცდომით განაცხადა, რომ აბრამოვიჩს სანქციები უკვე დაეკისრა. მოგვიანებით, მისმა სპიკერმა შეცდომა აღიარა, თუმცა აღნიშნული თემა ბრიტანეთში განხილვის საკითხი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა, Sky News-თან ინტერვიუში 3-ჯერ დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი შესაძლოა სანქციების ობიექტი გახდეს.
"არსებობს იმ ადამიანთა სია, რომლებსაც აკრძალვები აუცილებლად შეეხება. არავინ იქნება ხელშეუხებელი. ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პროცესში, ჩვენს სიაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოხვდება", განაცხადა მან.
Bloomberg-ის თანახმად, აბრამოვიჩის ქონება $15 მილიარდზე მეტს შეადგენს. ბრიტანეთში მას იცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, ლონდონის "ჩელსის" ფლობს და რომელმაც გუნდის პროგრესში 2003 წლის შემდეგ უდიდესი წვლილი შეიტანა. თუმცა ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ერთ დროს ჩუკოტკის გუბერნატორის პოსტზე მომუშავე აბრამოვიჩი პუტინთან დაახლოებული პირია. რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებას და ტერიტორიების მიტაცებას განაგრძნობს. ამ ფონზე, საინტერესოა, თუ რა როლს ითამაშებს ბორის ჯონსონი რუსეთის შესაჩერებლად და რა სანქციებს შეიმუშავებენ ბრიტანეთში, რომელიც, სავარაუდოდ, რომან აბრამოვიჩზეც გავრცელდება.

სხვა სტატიები