Belive

აბუ დიაბიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იშვიათად გაგვახსენდება იმაზე  უფრო უიღბლო ფეხბურთელი ვიდრე აბუ დიაბია. ნიჭიერი ფრანგი ნახევარმცველი რომელიც "ოსერის", "არსენალისა" და "მარსელის" ღირსებას იცავდა ტრავმებმა გატანჯა. ბოლოს დიაბი "მარსელში" ირიცხებოდა. უკანასკნელი მატჩი კი 29 წლის ასაკში, 2016 წელს ითამაშა, დღეს კი მან ოფიციალურად გამოაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულება. მისი უიღბლობა ციფრებში ასე გამოიხატება:  "არსენალში" გატარებულ 9 წელში მან 18 სხვადასხვა ტრავმის გამო 250 მატჩი გამოტოვა, სულ კი ტრავმების გამო 1937 დღე იუქმა. დიაბიმ საფრანგეთის ნაკრებში 2007-2012 წლებში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მის წასვლას ლონდონის "არსენალის" ოფიციალური "ტვიტერი" გამოეხმაურა: "დიდი მადლობა მოგონებებისათვის. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში"

სხვა სტატიები