Belive

აბურჯანიამ ოვიედო დატოვა, მაგრამ ესპანეთში რჩება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას "კარტახენაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს და წერს, რომ ლა ლიგა 2-ის ბინადარმა კლუბმა ამავე დივიზიონში მოასპარეზე "რეალ ოვიედოსთან" შეთანხმებას მიაღწია და 26 წლის ქართველი გუნდს მალე შეუერთდება. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ყოფილს კი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი კონტრაქტის შედეგად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. ამას სანდო გერმანული გამოცემა Transfermarkt-იც ადასტურებს. აბურჯანიას, რომელიც "ოვიედოს" 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა, ყველა ტურნირზე 4 შეხვედრაში აქვს ნათამაშები, ბოლოს კი მოედანზე ოქტომბერში გავიდა. "კარტახენა" 22 ტურის შემდეგ დაგროვილი 20 ქულით ბოლოსწინა 21-ე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები