Belive

ადამ ჯონსონი პატიებასა და მეორე შანსს ითხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი პატიებასა და მეორე შანსის მიცემას ითხოვს. ინგლისელი გარემარბი, რომელმაც კარიერის მანძილზე "მანჩესტერ სიტის", "სტოკისა" და "სანდერლენდის" მაისურები მოირგო - სასჯელს არასრულწლოვანთან გაბმული რომანის გამო იხდის. სასამართლომ ადამ ჯონსონი არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ინგლისელი გარემარბი პენიტენციალურ სისტემას მომავალ წელს დატოვებს - მანამდე კი ადამ ჯონსონი ინგლისურ კლუბებს პატიებას სთხოვს და მეორე შანსის მიცემის იმედი აქვს. ჯონსონს კვლავ სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება - ამისათვის კი ინგლისის ნებისმიერი კლუბის წინადადების განსახილველადაა მზად.

სხვა სტატიები