Belive

ადამ ჯონსონი ციხიდან გაათავისუფლეს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "სანდერლენდის" ყოფილი ვინგერი, ადამ ჯონსონი ციხიდან გაათავისუფლეს.  15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობის გამო ადამ ჯონსონს 2015 წელს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 3 წლის წინ, ადამ ჯონსონმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ფეხბურთელის თქმით, 15 წლის გულშემატკივარმა იგი Facebook-ზე მეგობრებში დაამატა, რასაც ასობით მესიჯის მიმოწერა მოჰყვა. 2015 წლის 30 იანვარს ადამ ჯონსონი და მისი თინეიჯერი გულშემატკივარი ერთმანეთს ფეხბურთელის ავტომობილში, მაისურის ჩუქების მიზნით შეხვდნენ, რაც მხოლოდ აღნიშნულით არ დასრულებულა. აღიარებითი ჩვენების შემდეგ, "სანდერლენდმა" ადამ ჯონსონს კონტრაქტი მეორე დღესვე შეუჩერა. იმ პერიოდში ფეხბურთელი კვირაში £60,000-ს გამოიმუშავებდა, თუმცა მისი ცხოვრება მთლინად შეიცვალა - მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მეტიც, საპყრობილეში მასზე ცივი იარაღით თავდასხმაც მოხდა, თუმცა ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ, ადამ ჯონსონი ციხიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტისა" და "სანდერლენდის" ყოფილი ვინგერი სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და შვილის მონახულებას სპეციალური ნებართვის შემდეგ შეძლებს. ადამ ჯონსონს ინგლისის ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. ერთ დროს იგი ინგლისის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, რადგან მას ყველა თვისება ჰქონდა, რაც კარგ ვინგერს ან შემტევ ნახევარმცველს სჭირდებოდა.

სხვა სტატიები