Belive

ადამ ჯონსონს ციხიდან ათავისუფლებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი ძალიან მალე გათავისუფლდება. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელს ციხიდან 22 მარტს გამოუშვებენ. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი სასჯელს 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის გამო იხდის. ცნობილია, რომ დაზარალებული ადამის ფანი იყო და ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გაიცნო. 2014 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჯონსონმა კი გოგოს თავისი მაისური უსაჩუქრა. წარსულში "მანჩესტერ სიტის", "სანდერლენდის", "უოტფორდის", "ლიდსისა" და "მილდსბროს" ფეხბურთელს დანაშაულისთვის ციხეში 6 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა შეიწყალეს.

სხვა სტატიები