Belive

ადამა ტრაორესათვის ბრძოლას ბარსა გამოეთიშა - დარჩა 2 გრანდი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის დაწყებისთანავე შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურვებლი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად საქმე ეხება ადამა ტრაორეს, რომელის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც პანდემიის დროს მედიაში საკამოდ ბევრი იწერებოდა. "ვულვზის" ფეხბურთელის შესაძენად ESPN-ის ცნობით აწ უკვე მხოლოდ 2 გუნდი იბრძოლებს, ესენი არიან "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი". როგორც ცნობილი იყო 24 წლის ფეხბურთელის შესაძენად "ბარსელონაც" გამოთქვამდა საკუთარ მზაობას, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად კატალონიელებმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტრაორეს შეძენა ფაქტობრივად გამორიცხეს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად ტრაორეს სატრანფერო ღირებულება 80 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე არეალში მერყეობს, რაც საკმაოდ სოლიდური სატრანსფერო ღირებულებაა.  

სხვა სტატიები