Belive

ადამიანი მოტივაცია: მესის გამარჯვების შემდეგ რონალდუ საუკეთესოა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კრიშტიანუ რონალდუს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ოქროს ბურთის მოგებას ეხება. მას მერე, რაც ლიონელ მესი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, პორტუგალიელ ვარსკვლავზე მეტი გოლი მსოფლიოში არავის გაუტანია. ბოლოს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა "ვერონას" კარი აიღო, თუმცა "იუვენტუსისთვის" ეს სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ორ თვეში, 35 წლის თავდამსხმელმა 14 გოლის გატანა მოახერხა, მაშინ როდესაც არგენტინელმა მხოლოდ 5 ბურთი შეაგდო.

No description available.
მესისთვის ბოლო თვეები რთული აღმოჩნდა. "ბარსელონადან" ერნესტო ვალვერდეს წასვლა, გუნდის არასტაბილური თამაში, ორი დაკარგული ტიტული და კონფლიქტი აბიდალთან, პიკესა და ტერ-შტეგენთან. ასეა თუ ისე, ფაქტია, ლეო სათანადო ფორმაში არ არის.
No description available.
წინა წელს, კრიშტიანუმ წლის მთავარი პრიზისთვის რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა, 2020-ში მას იგივეს განმეორება არ სურს. რონალდუსთან ყველაზე ახლოს, ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატშივე მოთამაშე ჩირო იმობილეა (9, სამეულს კი რობერტ ლევანდოვსკი ასრულებს - 8. გარდა მესისთან მარადიული კონკურენციისა, კრიშტიანუს მაურიციო სარისთან არაჯანსაღი ურთიერთობაც ამოტივირებს. რამდენჯერმე უდროოდ შეცვლის შემდეგ, რონალდუმ ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა, მისი გოლების საშუალო დრო კი 88 წუთში ერთს უდრის. ბომბარდირთა დავაში რონალდუ მეორეა, მის ანგარიშზე 20 გოლია და იმობილესთან განსხვავება 5-ს შეადგენს. მიუხედავად მეშვიდე ნომრის საოცარი სტატისტიკისა, "ბებერი ქალბატონი" ლიდერობას მაინც ვერ ახერხებს, სეზონში მესამე მარცხის და "ინტერის" შესანიშნავი ფორმის შედეგად, ანტონიო კონტე და "ნერაძური" იტალიაში პირველობენ.

სხვა სტატიები