Belive

კორეელი ფეხბურთელი - "ხვიჩა კვარაცხელია უკვე სჯობს სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს ..."

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამოშობით სამხრეთ კორეელმა, ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა - ჰვანგ ინ-ბეომიმ საქართველოს ნაკრების ტალანტზე და მის თანაგუნდელზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. "ხვიჩა გასაოცარი მომავლის მქონე ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ ვხედავდე როგორ ვითარდება ის. ჩვენ ხშირად ერთად ვვარჯიშობთ მას შემდეგ, რაც "რუბინში" გადმოვედი.  მიუხედავად იმისა, რომ  ახალგაზრდაა ის გამოცდილებით უკვე სჯობს რუბინის სხვა ტალანტის მქონე ფეხბურთელებს.  სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით ხვიჩამ ყოველთვის იცის რა მომენტშია საჭირო დრიბლინგი და რა მომენტში არა. რუსეთში მოთამაშეები წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ არ წყვეტენ იგივეს გამეორებას, რაც ერთის მხრივ არაკომფორტულია ჩემთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მშურს, რადგან ისინი არ ნებდებიან. კორეაში სრულიად განსხვავებული იყო, წარუმატებელი მცდელობები ცუდად აისახებოდა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე და ისინი გაცილებით მარტივად „ნებდებოდნენ’. რუსეთში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მსგავსი წნეხი მოხსნილი აქვთ, მათ არ ადარდებთ სხვისი აზრი და მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ. ესაა ძირითადი კულტურული სხვაობა. რა თქმა უნდა ყველა კულტურას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეს ფაქტორია ის, რაზეც მე ყველაზე მეტად „ვეჭვიანობ“.

სხვა სტატიები