ადებაიორი ევროპას დაემშვიდობა და კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს

“არსენალის,” “მანჩესტერ სიტის,” და მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორი, კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს. “ოლიმპიას” ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ტოგოელი ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საინტერესო ფაქტია, რომ ემანუელ ადებაიორი “ოლიმპიაში” ცნობილ ფორვარდთან, როკე სანტა-კრუზთან ერთად ითამაშებს, რომელიც შორეულ 1999 წელს, მიუნხენის “ბაიერნმა” სწორედ “ოლიმპიადან” შეიძინა.

2009 წელს, ადებაიორი და სანტა კრუზი “მანჩესტერ სიტიში” ერთად ასპარეზობდნენ, თუმცა გუნდის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი არცერთ მათგანს არ დაუტოვებია. ადებაიორთან დაკავშირებით, მხოლოდ შეიძლება მისი ცნობილი გოლის აღნიშვნა გავიხსენოთ, როდესაც “არსენალთან” დაპირისპირებისას, მთელი მოედანი გაირბინა და “მეთოქეების” გულშემატკივარის წინ, გოლის გატანა ეპატაჟურად იზეიმა.

ადებაიორი ევროპას დაემშვიდობა და კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს 1

ემანუელ ადებაიორს, შეგვიძლია ვთქვათ რომ საინტერესო კარიერა ჰქონდა: მან ითამაშა “მეცის,” “მონაკოს,” “არსენალის,” “მანჩესტერ სიტის,” “რეალის,” “ტოტენჰემის,” “კრისტალ პასალის,” “ბასაკშეჰირისა” და “კაისერისპორის” შემადგენლობაში. საერთო ჯამში, საკლუბო დონეზე ტოგოელმა 587 მატჩში ჩაატარა, სადაც მან 205 გოლის გატანა და 65 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

(115)

ადებაიორი ევროპას დაემშვიდობა და კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-