Belive

adidas-მა 1.8 მილიონი პლასტმასის ბოთლისგან საფეხბურთო საფარი შექმნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

adidas-ი გარემოს დაბინძურებისგან იცავს და სანაცვლოდ, ნარჩენებისგან ახალ პროდუქტს ქმნის: გერმანულმა კომპანიამ 1.8 მილიონი ბოთლი გადაამუშავა და შედეგად, საფეხბურთო საფარი დაამზადა. ჯეიმს კარნსმა, რომელიც კომპანიის ბრენდის სტრატეგიის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით CNN-თან ისაუბრა. კარნსის თქმით, პლასტმასის ბოთლები ოკეანეში არსებული პატარა კუნძულებსა და ზღვისპირა სანაპიროებზე შეგროვდა, რომელთა გადამუშავების შემდეგ, კომპანიამ მინდვრის ხელოვნური საფარი მიიღო. "ეს მიდგომა adidas-ის მიზანს - ოკეანის დაბინძურებისგან გადარჩენას შეესაბამება. ჩვენ გვჯერა, რომ სპორტის სახელით, შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების შეცვლა. ეს ხელოვნური საფარი კი იმისი დასტურია, რომ ჩვენი მიზნისკენ სწორად მივდივართ," განაცხადა მან. პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული ხელოვნური საფარი მაიამიში მდებარე ედისონის სახელობის სკოლას გადაეცა.

 
View this post on Instagram
 

Much love to @adidas 🙏🏼 they’re changing the game here in Miami with this new sustainable field. It’s all about making this game greater and the world even better. Stay ready Edison this turf is gonna be 🤯

A post shared by LUTHER CAMPBELL (@unclelukereal1) on

სხვა სტატიები