Belive

adidas-მა ევროპული ფეხბურთის გრანდების საკალათბურთო მაისურები გამოუშვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა, ევროპული ფეხბურთის ოთხი გრანდის საკალათბურთო მაისურები გამოუშვა. სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები, სხვადასხვა ფეხბურთელების მიერ, საკალათბურთო მაისურებში გადაღებულ ფოტოებს, Instagram-ზე ხშირად ხვდებიან. აგრეთვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთამენთს საკუთარი კლუბების მაისურებს უცვლიან.  აღნიშნულიდან გამომდინარე სპორტული ეკიპირების გერმანულმა მანუფაქტორერმა, (Adidas) ოთხი საფეხბურთო გრანდის გულშემატკივრებისათვის საკალათბურთო მაისურების შექმნა განიზრახა. "ბაიერნის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალისა" და "იუვენტუსის" ფანებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი გუნდების საკალათბურთო მაისურები მოირგონ. 
ტურინის "იუვენტუსის" საკალათბურთო მაისური - "ბიანკონერის" მიმდინარე სეზონის საშინაო ფორმის ანალოგს წარმოადგენს. "ბაიერნის", "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურების დიზაინში მცირედი ცვლილებებია შეტანილი.
   

სხვა სტატიები