Belive

Adidas-მა რუსეთთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. მსოფლიოს მასშტაბით, გავლენიანი სპორტული ორგანიზაციები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები და პროფესიონალი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან. სხვადასხვა ორგანიზაციის კვალდაკვალ, რუსეთთან კავშირი Adidas-მაც გაწყვიტა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა გერმანულმა გიგანტმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Adidas-ის რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს. შეგახსენებთ, Adidas-ი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2008 წლიდან თანამშრომლობდა, თუმცა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია საერთაშორისო თანამეგობრობასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შეუერთდა, რომელთაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს.

სხვა სტატიები