Belive

adidas-მა Tomorrowland-ის კოლექცია გამოუშვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მუსიკისა და ფეხბურთის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და გამორჩეული რამაა და ეს adidas-ში ძალიან კარგად იციან. სპორტული ფეხსახმელების, ტანსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Tomorrowland-ის კოლექციაზე იმუშავა და შესანიშნავი შედეგიც მიიღო. Tomorrowland მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 15-30 ივლისს ბელგიაში ტარდება. adidas-ის ახალი კოლექციის წარმდგენები ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარკსვლავები, კევინ დე ბრუინე, რომელუ ლუკაკუ და აქსელ ვიტცელი იყვნენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by adidas Football (@adidasfootball)

adidas-ის თანახმად, ახალი კოლექციის, სახელწოდებით LOVE, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სამყაროს ერთიანობა, პოზიტიურობა და სიყვარული აერთიანებს - სწორედ ის, რაც Tomorrowland-ის მთავარ ღირებულებებში დევს.

ფერები, რომელსაც კოლექციაში ვხვდებით, Tomorrowland- განთქმული ფეიერვერკის ამსახველია. სიტყვა LOVE-ში კი, O-ს ნაცვლად, ფესტივალის ლოგოს იხილავთ. კოლექცია მრავალფეროვანია და ის მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს - პერანგებს, ჩანთებს, შორტებსა თუ საცურაო კოსტუმებს.

კოლექცია 13 ივლისიდან, adidas-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Tomorrowland-ისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ონლაინ მაღაზიებში გაიყიდება.

სხვა სტატიები