Belive

adidas-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები 18 თებერვალს განახლდება. წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი უმასპინძლებს, ამ უკანასკნელის მკვიდრთ საკმაოდ დიდი პატივი ერგოთ, ვინაიდან გასულ წელს სუპერთასის ფინალს "ბეშიქთაშის" საშინაო არენაზე უმასპინძლეს. adidas-მა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებისა და ფინალის ბურთი წარადგინა, რომელმაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა. დიზაინერებმა ბურთზე საფინალო შეხვედრის მასპინძელი ქალაქის რუკა გამოსახეს, ეს ყველაფერი კი იქედან გამომდინარეობს, რომ გეოგრაფიული მდებარეობით სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკაციაა - ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის კულტურის ნაზავია, უფრო კონკრეტულად კი ადგილი, სადაც ხიდის სათავეში ევროპაა, ბოლოში კი აზია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების საპლეი-ოფო შეხვედრები დღეს, 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ფინალს, 30 მაისს სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები