Belive

Adobe რეალ მადრიდის სპონსორი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდმა" პროგრამა Adobe-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ესპანურ გრანდს ამიერიდან გულშემატკივრის ბაზრის კვლევის გაუმჯობესებული შესაძლებლობა ექნება. Adobe Experience Platform-ის მეშვეობით, "რეალი" სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ფანების ბრენდთან ჩართულობის ანალიზს შეძლებს.

"Adobe-სთან თანამშრომლობით შევძლებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი უკეთესად გავიცნოთ. ამის შედეგად კი მოვახერხებთ, რომ მათ საუკეთესო სერვისი და პროდუქტი მივაწოდოთ," - ამბობს "რეალის" წარმომადგენელი, მაიკლ საზერლენდი.

სხვა სტატიები