Belive

ადრიანომ ცრემლები ვერ შეიკავა | იმპერატორი მარაკანას დიდების ხეივანის წევრი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იშვიათად თუ მოიძებნება ფეხბურთის ისეთი გულშემატკივარი, რომელსაც ადრიანოს შესანიშნავი ფეხბურთით სიამოვნება არ მიუღია - "იმპერატორად" წოდებულ ფორვარდს, რომელმაც დეპრესიის ფონზე, ნიჭი და შესაძლებლობები გაანიავა, მოედანზე ნაჩვენები ბრწყინვალე პერფორმანსი დაუფასდა და შედეგად, ადრიანო ლეგენდარული მარაკანას "დიდების ხეივანის" წევრი გახდა. ამ ინფორმაციის შეტყობისას, ადრიანომ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 48 მატჩში, 27 გოლი აქვს გატანილი, ემოციები ვერ შეიკავა. "დიდი მადლობა ყველაფრისთვის" - დაწერა მან ინსტაგრამზე. აღსანიშნავია, რომ დიდების ხეივანში ისეთი ფეხბურთელები არიან წარმოდგენილები, როგორებიცაა: რონალდინიო, პელე, რომარიო, ზიკო და გარინჩა. ბრაზილიაში ყველა თანხდება იმ ფაქტზე, რომ ადრიანომ სრული პოტენციალი მინდორზე ვერ გამოვლინა. ამის მიუხედავად, იგი ბრაზილიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და რთულია ისეთი ადამიანის მონახვა, რომელსაც ადრიანოს გამანადგურებელი, მარცხენა ფეხით გატანილი გოლები დაავიწყდა.

"ინტერის" ყოფილი ფორვარდის თქმით, მარაკანას "დიდების ხეივანში" მოხვედრა ყოველთვის მისი ოცნება იყო. კარიერის პიკზე მყოფი ადრიანოს შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მისი ყოფილი თანაგუნდელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეფასებით, "ადრიანო ნამდვილი ცხოველი იყო. მას გოლის გატანა ნებისმიერი კუთხიდან შეეძლო".
noticia-adriano-zlatan

ცნობილი ფაქტია, რომ "იმპერატორის" დაღმასვლა მისი მამის გარდაცვალებამ განაპირობა. მამის დაღუპვის შემდეგ, ადრიანო დეპრესიაში ჩავარდა და შედეგად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის რეგულარული მოხმარება დაიწყო.
მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა ხდებოდა ჩემს გულში. მამაჩემის გარდაცვალების შედეგად, ჩემში რაღაც დიდი სიცარიელე გაჩნდა. თავს მარტოდ ვგრძნობდი, სევდას კი მხოლოდ ალკოჰოლით ვიქარვებდი. ვარჯიშებზე მთვრალი მივდიოდი, სამედიცინო შტაბს კი ცალკე ოთახში გადავყავდი. გუნდი მედიას ცნობებს აწვდიდა, რომ თამაშს კუნთის პრობლემის გამო ვტოვებდი, რეალურად კი პრობლემა მხოლოდ ერთი იყო - სმას თავი ვერ გავანებე. ამიტომაც, ინტერიდან წამოსვლა მომიწია. ბრაზილიაში დაბრუნების შედეგად, მე მილიონები დავკარგე, თუმცა ბედნიერება დავიბრუნე", - აღნიშნა ახლა უკვე "დიდების ხეივანის" წევრმა, ადრიანო ლეიტე რიბეირომ.

სხვა სტატიები