Belive

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტ ენრიკე სერესოს სჯერა, რომ მის კლუბს მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს. "ჩვენ განსაკუთრებულები ვართ. ჩემპიონთა ლიგის მოგება გულშემატკივრის ტრიბუნებზე ყოფნის გარეშეც შეგვიძლია. ეს წელი ჩვენი უნდა იყოს. ესპანეთის ჩემპიონატში რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი რიგზეა. Გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ და ამას მხოლოდ რამდენიმე მატჩი გვაშორებს. Დიეგო სიმეონე მშვიდადაა და დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. მე მისი მჯერა", - თქვა ესპანელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა. "ატლეტიკო" უკვე მეოთხედფინალშია, წინა ეტაპზე "როხიბლანკომ" მოქმედი გამარჯვებული "ლივერპული" გამოთიშა, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობა.

სხვა სტატიები