Belive

ადრიენ რაბიო: "იუვენტუსში გადასვლაში ბუფონმა დამარწმუნა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ადრიენ რაბიოს მტკიცებით, ჯიჯი ბუფონმა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობამ "იუვენტუსში" გადასვლაში დაარწმუნა. ადრიენ რაბიო "ბიანკონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რაბიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ტურინულ გრანდთან გასულ წლებშიც მქონდა კონტაქტი, თუმცა მაშინ სულ სხვა დრო იყო. "იუვენტუსში" გადასასვლელად შესაფერისი დრო შევარჩიე - ამიტომაც დავთანხმდი ახლა წინადადებას. გასულ სეზონში ჯიჯის აქტიურად ვესაუბრებოდი ამის შესახებ." "ჯიჯისთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა და მან არაერთი რჩევა მომცა. რა თქმა უნდა ჯიჯისთან "იუვენტუსის" შესახებ ვსაუბრობდი. იგი შესანიშნავად იცნობს "ბიანკონერის". სიმართლე გითხრათ, იგი იდეალური კანდიდატი იყო ვისთანაც ამ საკითხზე დალაპარაკება შემეძლო. იგი ჩემი მეგობარია და მისი აზრი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს." "ჯიჯიმ არაერთი საინტერესო რამ მითხრა "იუვენტუსის" შესახებ. ასევე მითხრა, რომ კარიერული პროგრესის თვალსაზრისით, "იუვენტუსი" ჩემთვის იდეალური ვარიანტია. "პსჟ"-ში 7 სეზონი გავატარე და ვთვლი, რომ დრო იყო ახალი გამოწვევა მიმეღო. ასევე აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი. რონალდუ გამორჩეული ფეხბურთელია, მის გვერდით თამაში კი ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ "იუვენტუსის" წინადადებას დავთანხმებოდი."

სხვა სტატიები