Belive

ადრიენ რაბიო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხვალ ადრიენ რაბიოს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღება და ფრანგი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რაბიო იტალიაში დღეს ჩაფრინდა.  24 წლის ნახევარმცველს "პსჟ-ში" მიმდინარე წელს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ამას უარყოფდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უთამაშებლობის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, რაბიოს კონტრაქტის გახანგრძლივება და პარიზში დარჩენა არ სურდა, "პსჟ-ში" კი სხვანაირად ფიქრობდნენ. რაბიო "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და წლიურ ანაზღაურებად 7 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელის დედა ვერონიკა ასევე მოგებული დარჩა, ის როგორც აგენტი 10 მილიონი ევროთი გამდიდრდება.

სხვა სტატიები