Belive

აგენტი: "გვარდიოლა წასვლას არ აპირებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლას აგენტის ინფორმაციით, ესპანელი მწვრთნელი ბაიერნში არ დაბრუნდება. "ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა წინა ოთხშაბათს მე პეპს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ "მანჩესტერ სიტიში" ყველაფრით კმაყოფილი იყო. პეპს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გარდა ამისა, გვარდიოლასთან დაკავშირებით არავინ დამკავშირებია", - თქვა ხოსეპ მარია ორობიტმა. გვარდიოლა, "სიტის" 2016 წლიდან წვრთნის. ამ პერიოდში, ესპანელმა სპეციალისტმა 6 ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ პრემიერ ლიგა.

სხვა სტატიები