Belive

აგენტი: "კვარაცხელიათი სევილია დაინტერესდა, კარგი რეკომენდაცია გავუწიე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი შეძენით ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ინტერესდება. "ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოში და ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე თუ როგორია ის ვარჯიშზე. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს ვარჯიში არ უყვარს, კვარაცხელია კი მათ რიგებში არ არის. მის მიმართ ინტერესი ესპანურმა "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე ჩემი მხრივ მათ ხვიჩას შესახებ კარგი რეკომენდაცია გავუწიე. რა იქნება შემდეგ არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, შემდეგ სეზონში "რუბინი" მას დიდ თანხად გაყიდის", - ციტირებს ლეპსაიას სიტყვებს soccer.ru. ამ სეზონში კვარაცხელიამ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები