Belive

აგენტმა სიტიდან სტერლინგის წასვლაზე ისაუბრა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაჰიმ სტერლინგის აგენტმა ედი უორდმა მისი კლიენტის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. მას მერე, რაც უეფამ "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაში 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ბრიტანულ მედიაში "ქალაქელთა" 7-იანის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ. "რაჰიმი სრულად "სიტიზეა" კონცენტრირებული და გუნდიდან წასვლის არცერთ შესაძლებლობას არ განიხილავს",-თქვა ინგლისის ნაკრების შემტევის აგენტმა. "სტერლინგი" "სიტიში" 2015 წელს, "ლივერპულიდან" გადაბარგდა და 226 შეხვედრაში 89 გოლის გატანა და 71 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები