Belive

"აღიარება სირცხვილია არაა" - უეფა ფიფას წესების შეცვლას სთავაზობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფამ ფიფას შესთავაზა შეცვალოს წესები, რათა მსაჯებმა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ მოთამაშეთა უსამართლოდ დასჯა. გამოითქვა ვარაუდი, რომ მსაჯებს კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, ბურთის ფრენის ტრაექტორია ფეხბურთელმა განზრახ შეაჩერა თუ არა. "მცდელობა იმისა, რომ კარგად იქნეს ჩაწერილი საკამათო ეპიზოდი, მრავალი არასწორი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, რასაც საფეხბურთო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და დისკომფორტი მოჰყვა. თამაშის სული ყოველთვის უნდა შენარჩუნდეს. ვფიქრობ, რომ წინა ინტერპრეტაციაზე დაბრუნება შესაძლებელია, გარკვეული რედაქტირებით, სადაც გოლი არ ითვლება ხელით თამაშის შემდეგ.  ხშირად ხდება ისე, რომ ბურთი მოთამაშეს შემთხვევით ხვდება ხელში. ვინაიდან ეს შემთხვევები გარდაუვალია, ისინი არ უნდა დაისაჯნონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ზიანი მატჩის შედეგზე.  სირცხვილი არ არის იმის აღიარება, რომ ზოგჯერ სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილებები არ აღწევს მათ მიზნებს. ამიტომ, ისინი უნდა გადაიხედოს", - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ.

სხვა სტატიები