Belive

აღტაცებული, როგორც პატარა ბავშვი | UEFA-მ ერიკსენი და მისი ექიმები EURO 2020-ის ფინალზე დაპატიჟა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-მ კრისტიან ერიკსენი, მისი მეუღლე და 6 მედიკოსი, რომლებიც დანიელი ფეხბურთელის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ EURO 2020-ის ფინალურ მატჩზე დაპატიჟა. ერთ-ერთმა მედიკოსმა - პედერ ერსგარდმა აღნიშნა, რომ ფინალურ მატჩზე დასასწრები VIP მოსაწვევის მიღება უდიდესი პატივია. "ისეთივე აღტაცებული ვარ, როგორც პატარა ბავშვი შობის დღესაუსაულზე. ვამაყობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების გაწეული შრომით - ეს იყო ყველას გამარჯვება. ფინალში დანიისა და იტალიის დაპირისპირებას ვისურვებდი. ეს იქნება უდიდესი მატჩი - წარმოიდგინეთ დანია, რომ ევროპის ჩემპიონი გახდეს", - აღნიშნა ერსგარდმა. შეგახსენებთ, EURO 2020-ის ფინალური მატჩი 11 ივლისს, "უემბლიზე" გაიმართება.

სხვა სტატიები