Belive

აგუერო ბარსელონაში რჩება | ტრავმის გამო, დებიუტი გადაიდო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც "ბარსელონასა" და მესის გზები გაიყო, სერხიო აგუეროს გუნდში დარჩენა, არდარჩენის საკითხი წყდებოდა, რომელზეც საბოლოო პასუხი გარკვეულია. ესპანურ მედიაში ირწმუნებოდნენ, რომ მესის წასვლის ფონზე, აგუერომ მის იურიდიულ გუნდს დაავალა გამოსავალი ეპოვათ იმ კონტრაქტიდან, რომელიც მან ზაფხულში გააფორმა იმ მხრივ, რომ ესპანური გუნდი მასაც დაეტოვებინა. აგუერომ "მანჩესტერ სიტი" პირველ რიგში იმ იმედით დატოვა, რომ "ბარსელონას" რიგებში არგენტინელ თანაგუნდელთან ერთად ითამაშებდა, თუმცა რეალობა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ და როგორც თითოეულმა ფეხბურთის ქომაგმა იცის, სხვაგვარი აღმოჩნდა. რაც შეეხება აგუეროს, როგორც თავად აცხადებს გუნდში რჩება, თუმცა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს იუქმებს და მისი დებიუტი ჟოან გამპერის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ, არ შედგა. "მე მთელი წლის განმავლობაში თქვენიანი ვარ", - აცხადებს აგუერო. ამ ეტაპზე აგუერო დამატებით გამოკვლევებს იტარებს, რადგან გაირკვეს მისი ტრავმის ზუსტი სიმძიმე და შესაბამისად უქმობის პერიოდი, წინასწარი ინფორმაციის თანახმად არგენტინელი თავდამსხმელი მოედანზე ნოემბერში დაბრუნდება.

სხვა სტატიები