Belive

აგუერო: ბევრ ფეხბურთელს ვარჯიშის განახლების ეშინია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გარდა ბელარუსიისა შეჩერებულია. პრემიერ ლიგა კი ჯერჯერობით განახლებას არ ჩქარობს. კუნ აგუერო დიდი ხანია სახლში თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფება და გარეთ არ გადის. არგენტინელმა ვარსკვლავმა შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა: "ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვარჯიშის განახლების ეშინია და მე მათი მესმის. კორონავირუსი საკმაოდ უცნაური ვირუსია, რადგან შეიძლება ადამიანს ეს სჭირდეს, ხოლო სიმპტომები არ ჰქონდეს. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ერთმა ადამიანმა სხვა ისე დააინფიციროს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს."
2
"მე პირადად ეს პერიოდი სახლიდან არ გავდივარ. მე და ჩემი მეგობარი გოგონა წესებს ვიცავთ. ვარჯიშის განახლება მინდა და არ ვფიქრობ, რომ სხვისთვის საშიში ვარ, რადგან არავისთან მქონია კონტაქტი. ვფიქრობ, როდესაც ვარჯიში განახლდება ყველა დაძაბული იქნება. ჩვენ სიფრთხილეს გამოვიჩენთ, მაგრამ ფიქრებში ყოველთვის იქნება ის აზრი, რომ რომელიმე თანაგუნდელი შეიძლება დაინფიცირებული იყოს და ეს არ იცოდეს. ვიმედოვნებ, რომ ვაქცინას მალე შექმნიან და ეს ყველაფერი დასრულდება." შეგახსენებთ, რომ შემდეგ პარასკევს, ვიდეო კონფერენციაზე გადაწყდება განახლდება პრემიერ ლიგა თუ სხვა ქვეყნის ჩემპიონატების მსგავსად შეწყდება, .

სხვა სტატიები