Belive

აგუერო - "გასაოცარი იქნება ანრის რეკორდის დამხობა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი, ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდის დამხობასთანაა ახლოს. უცხოელ ფეხბურთელთა შორის, პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რეკორდი ტიერი ანრის ეკუთვნის. "არსენალის" ლეგენდამ, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 258 შეხვედრაში 175 გოლის გატანა შეძლო - სერხიო აგუეროს ანგარიშზე კი 249 მატჩში გატანილი 173 გოლია. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, აგუერომ 10 დაპირისპირებაში 9 გოლის გატანა შეძლო და თუ გავითვალისწინებთ მის სათამაშო ფორმას - არგენტინელ ვარსკვლავს რამდენიმე მატჩი აკლია ტიერი ანრის რეკორდის დასამხობად. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრისას, სერხიო აგუერომ ემოციური კომენტარი გააკეთა: "უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამდენი გოლის გატანა და ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდის დამხობასთან ვარ ახლოს. ანრის რეკორდის გაუმჯობესება ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება." "ანრის რეკორდის დამხობა, რაღაც განსაკუთრებული იქნება - მომენტი, რომელიც სამუდამოდ გაუსვამს ხაზს ჩემს კარიერას. ევროპაში სათამაშოდ 18 წლის გადმოვედი - ახლა 31 წლის ვარ. ჩემი კარიერის საუკეთესო წლებმა ჩაიარა, არც ისე ბევრი დრო მაქვს დარჩენილი სათამაშოდ, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მივიღო ჩემი თამაშით."

სხვა სტატიები