Belive

აგუერო პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირების ათეულში შევიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კარდიფთან" გატანილი გოლი სერხიო აგუეროსთვის პრემიერლიგაში 147-ე გამოდგა და ამ შედეგით მან ინგლისელ ფორვარდს, ტედი შერინგემს გადაუსწრო. 30 წლის ფორვარდმა "სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ არგენტინელი ფორვარდი  კარიერის ბოლოს მეათე ადგილს არ დასჯერდება. შეგახსენებთ, რომ აგუერომ 147 გოლის გატანა პრემიერგლიგაში ჩატარებულ 212 მატჩში შეძლო.

პრემიერლიგის ყველა დროს ბომბარდირთა სია ასეთია:

  1. ალან შირერი (260);
  2. უეინ რუნი (208);
  3. ენდი კოული (187);
  4. ფრენკ ლამპარდი (177);
  5. ტიერი ანრი (175);
  6. რობი ფაულერი (163);
  7. ჯერმეინ დეფო (162);
  8. მაიკლ ოუენი (150);
  9. ლეს ფერდინანდი (149);
  10. სერხიო აგუერო (147).
 

სხვა სტატიები