Belive

აგუერომ ბარსელონას 10-ნომრიან მაისურზე უარი მესის პატივისცემის გამო თქვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ახალწვეულს, სერხიო აგუეროს, გუნდიდან ლეო მესის წასვლის შემდეგ, კატალონიელებმა 10-ნომრიანი მაისური შესთავაზეს, თუმცა არგენტინელმა ნომერზე უარი მესის პატივისცემის გამო თქვა. ამის შესახებ თავდამსხმელმა თავად განაცხადა:
,,მათ 10 ნომერი შემომთავაზეს, რაზეც უარი მესის პატივისცემის გამო ვთქვი,''
აგუერო ,,ბარსელონაში'' 19 ნომრით ითამაშებს. ფორვარდის დებიუტი ახალ კლუბში ტრავმის გამო ჯერჯერობით არ შემდგარა. დიდი ალბათობით, 33 წლის ფეხბურთელი მოედანზე ნოემბერში დაბრუნდება. რამდენიმე დღის წინ, კატალონიელებმა დაადასტურეს, რომ ,,ბარსელონას'' ახალი ათიანი ანსუ ფატი იქნება.

სხვა სტატიები